Sunday, March 6, 2016

დღე მე-9
რეფლექსია
დღეს ტრენინგის ბოლო დღეა,დღეისათვის სასწავლო პროექტის პორტფოლიოს წარდგენა გვევალებოდა ,წარვადგინე ჩემი პროექტი, მივიღე შენიშვნა, შენიშვნა, შეძლებისდაგვარად შევეცადე გამესწორებინა.
ტრენინგის მსვლელობა საინტერესოდ წარიმართა , ბევრი ახალი რამ გავიგე, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ მომავალში ,რადგანაც მიმაჩნია ,რომ ეს ახლებური სწავლება საჭიროა 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების დასანერგად.
მადლობა ჩვენს ტრენერს ,გვანცა სალიას ,რომ მან მთელი ენერგია ჩადო ჩვენში ამ დღეების განმავლობაში.
დღე-8
რეფლექსია
დღეს შევაჯამეთ მოსწავლის სავარაუდო შეფასების რუბრიკები, ერთმანეთს გავუზიარეთ აზრები, მივიღე შენიშვნები ,რომელსაც გავითვალისწინებ. აგრეთვე  ვიმუშავე მე-7 მოდულზე რომელიც ეხებოდა ფასილიტაციის ტექნოლოგიებს, განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების მეთოდები, რომელიც ბლუმისა და გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის გამოყენებით უნდა მოხდეს.

Saturday, March 5, 2016

დღე მე-7

რეფლექსია  
დღეს შეფასების რუბრიკები განვიხილეთ,ცოტა არ იყოს მერთულა,მაგრამ დაუძლეველი არაფერია.
მუშაობის პროცესში დაძლევის ხელშესაწობად ვიმუშავეთ  ბლუმისა  და გარდნერის მატრიცაზე,რომლის საშუალებითაც შევძლებ დავალების სირთულის დაძლევას..