Sunday, March 6, 2016

დღე მე-9
რეფლექსია
დღეს ტრენინგის ბოლო დღეა,დღეისათვის სასწავლო პროექტის პორტფოლიოს წარდგენა გვევალებოდა ,წარვადგინე ჩემი პროექტი, მივიღე შენიშვნა, შენიშვნა, შეძლებისდაგვარად შევეცადე გამესწორებინა.
ტრენინგის მსვლელობა საინტერესოდ წარიმართა , ბევრი ახალი რამ გავიგე, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ მომავალში ,რადგანაც მიმაჩნია ,რომ ეს ახლებური სწავლება საჭიროა 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების დასანერგად.
მადლობა ჩვენს ტრენერს ,გვანცა სალიას ,რომ მან მთელი ენერგია ჩადო ჩვენში ამ დღეების განმავლობაში.
დღე-8
რეფლექსია
დღეს შევაჯამეთ მოსწავლის სავარაუდო შეფასების რუბრიკები, ერთმანეთს გავუზიარეთ აზრები, მივიღე შენიშვნები ,რომელსაც გავითვალისწინებ. აგრეთვე  ვიმუშავე მე-7 მოდულზე რომელიც ეხებოდა ფასილიტაციის ტექნოლოგიებს, განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების მეთოდები, რომელიც ბლუმისა და გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის გამოყენებით უნდა მოხდეს.

Saturday, March 5, 2016

დღე მე-7

რეფლექსია  
დღეს შეფასების რუბრიკები განვიხილეთ,ცოტა არ იყოს მერთულა,მაგრამ დაუძლეველი არაფერია.
მუშაობის პროცესში დაძლევის ხელშესაწობად ვიმუშავეთ  ბლუმისა  და გარდნერის მატრიცაზე,რომლის საშუალებითაც შევძლებ დავალების სირთულის დაძლევას..

Saturday, February 27, 2016

დღე  6
რეპლექსია
დღეს ვიმუშავე მე-3 და მე-4 მოდულზე ,ვისწავლე მეილების გაგზავნა. მე-4 მოდულზე მუშაობისას გავაკეთე პროექტის ჩონჩხი ,მოვირგე მოსწავლის როლი და ჩამოვაყალიბე პრობლემის გამომწვევი მიზეზები , დავსახე გადაჭრის გზები , მივუთითე კვლევის მეთოდებზე და გავაკეთე რეკომენდაცია .
დღევანდელი მუშაობა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია პროექტების სწავლების საკითხში მოვისმინეთ ერთმანეთის ნაშრომები.
დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ დამანახა 21-ე საუკუნისუნარ ჩვევების განვითარების აუცილებლობა.

Tuesday, February 23, 2016

დღე - 5

რეფლექსია
მეორე მოდულზე მუშაობამ გამიადვილა პროექტის გეგმის სწორი მიმართულების შენარჩუნება. ჯგუფის წინაშე წარმოვადგინე ჩემი საკვანძო კითხვები, მივიღე შენიშვნები.
შეფასების 5 მიზნიდან გამომდინარე გავაცნობიერე, რომ თითოეულ შეფასებას თავისი მიზანი აქვს, ამ ცოდნის მიღება გამიადვილებს მომავალში მოსწავლეთა შეფასებას სხვადასხვა ჩატარებული მუშაობის, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების საკითხში.

დღე - 4

რეფლექსია 



ტრენინგის მე-4 დღეს სტანდარტის ინიკატორის წარდგენა გვევალებოდა. სამუშაო დღე საკმაოდ მძიმე განწყობით დავიწყეთ, რაც იმით იყო გამოწვეული, რომ ჩვენს ჯგუში  მომუშავე პედაგოგის მეუღლის გარდაცვალება გავიგეთ.
მეცადინეობა მოგვიანებით გავაგრძელე, ვიმუშავე სტანდარტებზე, რომელიც შევუსაბამე მიზანს, გადავიტანე ჩემი პროექტის გეგმაში, ვისწავლე კოპირება. ჩემი ტექნიკური უნარ-ჩვევები იზრდება, უკვე იმაზე მეტს ვაკეთებ, ვიდრე ველოდი.

Friday, February 12, 2016

დღე-3

რეფლექსია
ტრენინგის დაწყებისთანავე წარვადგინე წინა მეცადინეობის დავალება, რაც ბუკლეტის მონმიახაზის გაკეთებას გულისხმობდა. მივიღე მითითებები. მიუხედ დაღლილობისა პროექტის  შაბლონზე მუშაობა ინტერესით გავაგრძელე. მივიღე მითითებები, გადმოვწერე და შევინახე. გავაკეთე თემის მონახაზი.დღევანდელმა დღემ მაჩვენა ,თუ როგორ უნდა შევავსო სასწავლო პროექტის შაბლონი. ჩემს მიერ შედგენილი პროექტი რა შედეგზე გამიყვანს, მივაღწევ თუ არა მიზანს, რაც პროექტზე მუშაობის დაწყებისას დავისახე.

Sunday, February 7, 2016

დღე-2

რეფლექსია
ტრენინგის მეორე დღე დავიწყე წინა მეცადინეობის დავალების, ანუ იდეის დონეზე დაგეგმილი პროექტის წარდგენით. ტრენერისგან მივიღე მითითებები.
ტრენინგის მეორე ნახევარში გავაგრძელე I მოდულის მე-3 და მე-4 აქტივობის განხილვა. მითითებები, ტრენერის მიერ ახსნილი თითოეული პუნქტი გასაგებ ენაზეა მოწოდებული, რაც მიადვილებს წვდომას ამა თუ იმ პუნქტზე.
მეცადინეობის მეორე დღე პროდუქტიული იყო ჩემთვის.

დღე-1 რეფელქსია

ინტელის ტრენინგის მოლოდინი დროსთან დაკავშირებულ პრობლემას მიქმნიდა. მაგრამ პირველსავე შეხვედრაზე მწვრთნელის უშუალობამ, ხმის ტემბრმა და საქმის კარგად ცოდნამ მომიხსა პრობლემა  და  სწავლების პროცესმა  სასიამოვნო სახე მიიღო.

პირველი მოდულის გაცნობისას  ვნახე ინტელის სარეკლამო რგოლი, რომლის ნახვამაცთითქოს კარი შემიღო პროექტების სამყაროში. იმედი მაქვს შემდეგი ტრენინგები მეტ ნათელს მოჰფენს აღნიშნულ ტრენინგს.