Sunday, March 6, 2016

დღე მე-9
რეფლექსია
დღეს ტრენინგის ბოლო დღეა,დღეისათვის სასწავლო პროექტის პორტფოლიოს წარდგენა გვევალებოდა ,წარვადგინე ჩემი პროექტი, მივიღე შენიშვნა, შენიშვნა, შეძლებისდაგვარად შევეცადე გამესწორებინა.
ტრენინგის მსვლელობა საინტერესოდ წარიმართა , ბევრი ახალი რამ გავიგე, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ მომავალში ,რადგანაც მიმაჩნია ,რომ ეს ახლებური სწავლება საჭიროა 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების დასანერგად.
მადლობა ჩვენს ტრენერს ,გვანცა სალიას ,რომ მან მთელი ენერგია ჩადო ჩვენში ამ დღეების განმავლობაში.
დღე-8
რეფლექსია
დღეს შევაჯამეთ მოსწავლის სავარაუდო შეფასების რუბრიკები, ერთმანეთს გავუზიარეთ აზრები, მივიღე შენიშვნები ,რომელსაც გავითვალისწინებ. აგრეთვე  ვიმუშავე მე-7 მოდულზე რომელიც ეხებოდა ფასილიტაციის ტექნოლოგიებს, განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების მეთოდები, რომელიც ბლუმისა და გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის გამოყენებით უნდა მოხდეს.

Saturday, March 5, 2016

დღე მე-7

რეფლექსია  
დღეს შეფასების რუბრიკები განვიხილეთ,ცოტა არ იყოს მერთულა,მაგრამ დაუძლეველი არაფერია.
მუშაობის პროცესში დაძლევის ხელშესაწობად ვიმუშავეთ  ბლუმისა  და გარდნერის მატრიცაზე,რომლის საშუალებითაც შევძლებ დავალების სირთულის დაძლევას..

Saturday, February 27, 2016

დღე  6
რეპლექსია
დღეს ვიმუშავე მე-3 და მე-4 მოდულზე ,ვისწავლე მეილების გაგზავნა. მე-4 მოდულზე მუშაობისას გავაკეთე პროექტის ჩონჩხი ,მოვირგე მოსწავლის როლი და ჩამოვაყალიბე პრობლემის გამომწვევი მიზეზები , დავსახე გადაჭრის გზები , მივუთითე კვლევის მეთოდებზე და გავაკეთე რეკომენდაცია .
დღევანდელი მუშაობა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია პროექტების სწავლების საკითხში მოვისმინეთ ერთმანეთის ნაშრომები.
დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ დამანახა 21-ე საუკუნისუნარ ჩვევების განვითარების აუცილებლობა.

Tuesday, February 23, 2016

დღე - 5

რეფლექსია
მეორე მოდულზე მუშაობამ გამიადვილა პროექტის გეგმის სწორი მიმართულების შენარჩუნება. ჯგუფის წინაშე წარმოვადგინე ჩემი საკვანძო კითხვები, მივიღე შენიშვნები.
შეფასების 5 მიზნიდან გამომდინარე გავაცნობიერე, რომ თითოეულ შეფასებას თავისი მიზანი აქვს, ამ ცოდნის მიღება გამიადვილებს მომავალში მოსწავლეთა შეფასებას სხვადასხვა ჩატარებული მუშაობის, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების საკითხში.

დღე - 4

რეფლექსია 



ტრენინგის მე-4 დღეს სტანდარტის ინიკატორის წარდგენა გვევალებოდა. სამუშაო დღე საკმაოდ მძიმე განწყობით დავიწყეთ, რაც იმით იყო გამოწვეული, რომ ჩვენს ჯგუში  მომუშავე პედაგოგის მეუღლის გარდაცვალება გავიგეთ.
მეცადინეობა მოგვიანებით გავაგრძელე, ვიმუშავე სტანდარტებზე, რომელიც შევუსაბამე მიზანს, გადავიტანე ჩემი პროექტის გეგმაში, ვისწავლე კოპირება. ჩემი ტექნიკური უნარ-ჩვევები იზრდება, უკვე იმაზე მეტს ვაკეთებ, ვიდრე ველოდი.